JUST Advisors- ის სტრუქტურაში დამოუკიდებელი მიმართულება შეიქმნა, JUST finance-ის საგადასახადო და ბუღალტრული პრაქტიკა.
JUST Finance – ეს არის კომპანიის, ინდივიდუალური მეწარმის ფინანსური და საგადასახადო აღსრიცხვის ან დამკვეთის პირადი შემოსავლების კომპლექსური მართვა, რაც მოიცავს:
- პირველადი ფინანსური და საგადასახადო დოკუმენტების, ინვოისების, ზედნადებების და ანგარიშფაქტურების მომზადება.
- საგადასახადო და ფინანსური დეკლარაციების მომზადება და წარდგენა კანონით დადგენილი წესით.
- გადასახადების, სხვა სავალდებულო გადასახდელების და შრომის ანაზღაურების გაანგარიშება, გადახდა.
- შემოსავლების სამსახურში, კომერციულ ბანკებში, საბაჟოზე ინტერესთა წარმომადგენლობა.
- საგადასახადო და ანგარიშსწორების ოპერაციებთან დაკავშირებით კონსულტაციების გაცემა.
- საგადასახადო ანგარიშგების სწრაფი აუდიტი.
- საგადასახადო ანგარიშგების აღდგენა.
- დამკვეთთან შეთანხმებული ფორმით მმართველობითი ფინანსური ანგარიშგების მართვა.
JUST Finance მუშაობის პრინციპები
- საქართველოს კანონმდებლობის მკაცრი დაცვით.
- ყოველთვის დამკვეთის ინტერესების გათვალისწინებით.
- ფასების მოქნილი სისტემა.
- ონლაინ 24/7.
- წარდგენილი დეკლარაციის ამობეჭდვა (დამკვეთის ენაზე თარგმნით) – სურვილისამებრ.
«გარდაუვალია მხოლოდ სიკვდილი და გადასახადები» (С). პირველს ვუდგებით ფილოსოფურად, ხოლო მეორეს შემთხვვევაში გეხმარებით თქვენი გადასახადები გახადოთ ოპტიმალური.