თქვენ იცით რა გსურთ, თქვენ იცით რა და როგორ უნდა გააკეთოთ, მოგვეცით ნება დაგეხმაროთ შევფუთოთ ეს ყველაფერი სწორ და გამართულ იურიდიული ფორმაში.
- თქვენი მიზნების და საქმიანობიდან გამომდინარე გთავაზობთ ბიზნესის ორგანიზების ფორმებს: შპს, სს, კოოპერატივი, ა(ა)იპ ან ინდ.მეწარმე (მათ შორის, მცირე ბიზნესის სტატუსით).
- აგიხსნით ყველა ფორმის ნაკლოვანებას და უპირატესობას, საგადასახადო რეჟიმს და სხვა სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტებთან ურიერთობის თავისებურებებს.
- ვამზადებთ უნიკალურ სადამფუძნებლო დოკუმენტაციას თქვენი საწარმოსთვის.
- შემოგთავაზებთ იურიდიულ მისამართს.
- ვაწარმოებთ ბიზნესის სახელმწიფო რეგისტრაციის პროცედურის და საგადასახადო აღრიცხვაზე დაყენების მხარდაჭერას.
- თუ არსებობს რამე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც არ არის გათვალისწინებული წესდების ფორმატით, ჩვენ მოვამზადებთ პარტნიორთა შეთანხმებას, რითაც გავამყარებთ ინდივიდუალურ შეთანხმებებს ბიზნესის განვითარების, პასუხისმგებლობის, მოგების და შემოსავლის გადანაწილების და კონფლიქტური სიტუაციების გადაჭრის წესების შესახებ.