Just Finance

Just Finance

JUST Advisors- ის სტრუქტურაში დამოუკიდებელი მიმართულება შეიქმნა, JUST finance-ის  საგადასახადო და ბუღალტრული პრაქტიკა.

JUST Finance – ეს არის კომპანიის, ინდივიდუალური მეწარმის ფინანსური და საგადასახადო აღსრიცხვის ან დამკვეთის პირადი შემოსავლების კომპლექსური მართვა, რაც მოიცავს:

  1. პირველადი ფინანსური და საგადასახადო დოკუმენტების, ინვოისების, ზედნადებების და ანგარიშფაქტურების მომზადება.
  2. საგადასახადო და ფინანსური დეკლარაციების მომზადება და წარდგენა კანონით დადგენილი წესით.
  3. გადასახადების, სხვა სავალდებულო გადასახდელების და შრომის ანაზღაურების გაანგარიშება, გადახდა.
  4. შემოსავლების სამსახურში, კომერციულ ბანკებში, საბაჟოზე ინტერესთა წარმომადგენლობა.
  5. საგადასახადო და ანგარიშსწორების ოპერაციებთან დაკავშირებით კონსულტაციების გაცემა.
  6. საგადასახადო ანგარიშგების სწრაფი აუდიტი.
  7. საგადასახადო ანგარიშგების აღდგენა.
  8. დამკვეთთან შეთანხმებული ფორმით მმართველობითი ფინანსური ანგარიშგების მართვა.

JUST Finance მუშაობის პრინციპები

  1. საქართველოს კანონმდებლობის მკაცრი დაცვით.
  2. ყოველთვის დამკვეთის ინტერესების გათვალისწინებით.
  3. ფასების მოქნილი სისტემა.
  4. ონლაინ 24/7.
  5. წარდგენილი დეკლარაციის ამობეჭდვა (დამკვეთის ენაზე თარგმნით) – სურვილისამებრ.

«გარდაუვალია მხოლოდ სიკვდილი და გადასახადები» (С). პირველს ვუდგებით ფილოსოფურად, ხოლო მეორეს შემთხვვევაში გეხმარებით თქვენი გადასახადები გახადოთ ოპტიმალური.  

Close Menu