«საქართველოს მოქალაქეობის შესახებ» კანონში 01.10.2019 წელს მიღებული ცვლილებები

«საქართველოს მოქალაქეობის შესახებ» კანონში 01.10.2019 წელს მიღებული ცვლილებები

საქართველოს მოქალაქეებისათვის, ვისაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა აქვთ და ვერ მოასწრეს აღნიშნულის შესახებ შეტყობინების გაგზავნა 2019 წლის 15 აგვისტომდე – კარგი ამბავი გვაქვს!

ვადა, რომლის განმავლობაშიც შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით გაგრძელდა 2020 წლის 31 დეკემბრამდე. შესაბამისი ცვლილებები ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ კანონში მიღებულ იქნა 2019 წლის 01 ოქტომბერს.

საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ასევე მოიპოვა სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, უფლებამოსილია პირადად ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მეშვეობით წარუდგენს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განცხადებას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით. თუ საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს საზღვარგარეთ, შესაბამისი მოთხოვნით შეუძლია მიმართოს საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. განცხადებას თან ერთვის ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიული წესით დამოწმებული პირადობის დამადასტურებელი საბუთი, რითაც დასტურდება უცხო ქვეყნის მოქალაქეობა, ასევე მომსახურების საფასურის გადახდის ქვითარი (250 ლარი, თუ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე დასკვნა მზადდება 80 დღეში). აღნიშნულ შემთვევაში გამოცდის ჩაბარება არ გიწევთ. თუ მიმართვის მომენტისთვის საქართველოს ხელისუფლების მიერ არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის გამო დაკარგვის თაობაზე, მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხი დადებითად უნდა გადაწყვდეს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ივლისამდე საქართველოს მოქალაქეებს ეკრძალებოდათ მეორე მოქალაქეობის მიღება. 2018 წლის 21 ივლისს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე ინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული, ხოლო საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება შეესაბამება საქართველოს ინტერესებს და არ უქმნის საფრთხეს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას.

იმ პირთათვის, ვისაც 2018 წლის 21 ივლისის მდგომარეობით მოპოვებული ჰქონდა მეორე მოქალაქეობა, კანონით გათვალისწინებულია საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების პროცედურები (თავდაპირველად მოქალქეობის შენარჩუნების მოთხოვნით მიმართვა დასაშვები იყო 2019 წლის 15 აგვისტომდე, ახლა გაგრძელებულია) და საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა (საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგა, საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით მიენიჭება, თუ დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა და ჩააბარებს გამოცდას).