სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია უცხოელის სახელით.  შეიძლება თუ არა სასაქონლო ნიშანში ადგილების ისტორიული სახელწოდებების ჩართვა?

სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია უცხოელის სახელით. შეიძლება თუ არა სასაქონლო ნიშანში ადგილების ისტორიული სახელწოდებების ჩართვა?

სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია უცხოელის სახელით. 

შეიძლება თუ არა სასაქონლო ნიშანში ადგილების ისტორიული სახელწოდებების ჩართვა?

კომპანია Just Advisors-ს უცხოური სახელმწიფოს მოქალაქემ მიმართა სასაქონლო ნიშნის (სნ) რეგისტრაციის შესახებ მოთხოვნით. მიმართვის მომენტისთვის კლიენტს არ ჰქონდა საქართველოში ცხოვრების უფლებაზე ნებართვა, მოქალაქეობა ან რეზიდენტობა. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ყველა მოქმედებას ჩვენი კომპანიის იურისტები კლიენტის დავალებით და მინდობილობის საფუძველზე ახორციელებდნენ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეზიდენტობის არმქონე უცხოელ მოქალაქეებს შეუძლიათ საქპატენტში სასაქონლო ნიშნის დარეგისტრირება მხოლოდ რწმუნებულთა (საქართველოს მოქალაქეთა/რეზიდენტთა) ან საპატენტო რწმუნებულთა მეშვეობით. 

სარეგიტრაციო სასაქონლო ნიშნის თავისებურება იმაში მდგომარეობდა, რომ მისი ტექსტური ნაწილი მოიცავდა სიტყვას თბილისი, რომელიც ქართული ქალაქის აღმნიშვნელ ისტორიულ სახელწოდებას წარმოადგენს. 

„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სნ-ის დასახელებაში ასეთი ელემენტი როგორც ნიშნის დაუცველი ნაწილი შეიძლება ჩაირთოს მხოლოდ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომში − „სამინისტრო“) თანხმობის არსებობისას. ამასთან თანხმობა თავად განმცხადებელმა უნდა მიიღოს. 

ასეთ შემთხვევაში სნ-ის რეგისტრაციის პროცედურა შემდეგ ეტაპებს გადის: 

  1. განმცხადებელი (მისი წარმომადგენელი) წარადგენს საქპატენტში დაჩქარებული წესით სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის განაცხადს, 10 დღის შემდეგ მოწმობის გაცემით.
  2. განაცხადის წარმოებაში მიღების შემდეგ საქპატენტი უგზავნის განმცხადებელს წერილს თხოვნით მიიღოს სამინისტროს თანხმობა და საამისოდ 15 კალენდარულ დღეს აძლევს. ამ დროს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შეჩერება ხდება. 
  3. განმცხადებელი მიმართავს სამინისტროს შუამდგომლობით სნ-ის დაუცველი სიტყვიერი ელემენტის სახით სიტყვა თბილისის ჩართვის მოწონების შესახებ. 
  4. სამინისტროსგან სასაქონლო ნიშანში სიტყვა თბილისის სიტყვიერი ელემენტის ჩართვის შესაძლებლობის შესახებ დადებითი პასუხის მიღების შემდეგ პასუხი ეგზავნება საქპატენტს თხოვნით, რომ ეს დოკუმენტი დაერთოს სარეგისტრაციო საქმეს. 
  5. ამის შემდეგ ხდება საქპატენტის მიერ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის განახლება, რეგისტრაციის მოწონება და მოწმობის მიღება.

15 სამუშაო დღეში უცხოელი მოქალაქისთვის ისტორიული სახელწოდების (დაუცველი ელემენტის) შემცველი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ქეისი  – done.

მიმართეთ JUST Advisors-ს და მარტივად და სწრაფად დაარეგისტრირეთ სასაქონლო ნიშანი! 

საქართველოში სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ჩვენს სტატიაში.