სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია საქპატენტის გადაწყვეტილების წარმატებული გასაჩივრების მაგალითით

სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია საქპატენტის გადაწყვეტილების წარმატებული გასაჩივრების მაგალითით

დღეს გიამბობთ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის კიდევ ერთი წარმატებული ქეისის შესახებ – რეგისტრაციაზე საქპატენტის ნაწილობრივი უარით და ამ გადაწყვეტილების სააპელაციო წესით წარმატებული გასაჩივრებით.

კომპანია Just Advisors-ს მიმართა კლიენტმა დაჩქარებული წესით სასაქონლო ნიშნის «Orchid22» რეგისტრაციის მოთხოვნით. 

იურისტებმა მოამზადეს და წარადგინეს დოკუმენტები საქპატენტში საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკაციის სამი კლასის მიხედვით მოწმობის მისაღებად (ნიცის შეთანხმება): 

ა)  კლასი 14 – კეთილშობილი ლითონები და მათი შენადნობები, საიუველირო ნაკეთობები, ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვები; დროის საზომები და სხვა ქრონომეტრული ინსტრუმენტები; 

ბ) კლასი 25 = ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ხელსახოცები (შარფები)

გ) კლასი 26 – მაქმანი და ნაქარგი, ზონრები და ქამრები; ღილები, ქინძისთავები და ნემსები; ხელოვნური ყვავილები, თმის მოსართავები და ხელოვნური თმები. 

მოწმობის გაცემა სამი კლასიდან ორის მიხედვით 

მოთხოვნილი იყო რეგისტრაცია დაჩქარებული წესით – 10 სამუშაო დღის განმავლობაში. მითითებულ ვადაში მივიღეთ დადებითი პასუხი 25-ე და 26-ე კლასების მიხედვით. რაც შეეხება მე-14 კლასს, საქპატენტმა უარი თქვა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე შემდეგი საფუძვლით: სასაქონლო ნიშანი სახელწოდებით „ORCHID“ უკვე დარეგისტრირებულია კომპანია Rolex-ის მიერ მე-14 კლასში, მისი საერთაშორისო გავრცელებით მადრიდის შეთანხმების მიხედვით. კომპანია Rolex-ის მოთხოვნამ პრიორიტეტი მიიღო სასაქონლო ნიშნის გამოყენებაზე ჩვენი კლიენტის მოთხოვნასთან შედარებით. საქპატენტმა უარი თქვა სასაქონლო ნიშანზე მოწმობის გაცემაზე პროდუქციის დასახელებისა და კლასის მსგავსობის გამო. 

Just Advisors-ის იურისტთა ქმედებები

საქპატენტის გადაწყვეტილების დეტალური შესწავლისას Just Advisors-ის იურისტებმა ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ კომპანია Rolex-ს ამ სასაქონლო ნიშნის ქვეშ დაცული ჰქონდა შემდეგი დასახელების მქონე კლასის პროდუქცია: „ყველა სახის საათები და მათი კომპონენტები“. იქიდან გამომდინარე, რომ კლიენტის ინტერესს მხოლოდ საიუველირო ნაკეთობები წარმოადგენს, და არა ქრონომეტრული მოწყობილობები, ჩვენ მე-14 კლასის ჩამონათვალიდან გამოვრიცხეთ პროდუქცია საათებისა და მათი კომპონენტების სახით და მხოლოდ საიუველირო ნაკეთობები დავტოვეთ, იმის მითითებით, რომ ქრონომეტრული ნაკეთობები და მათი მარაგნაწილები ჩვენი კლიენტის მიერ არ იწარმოება.  

საქპატენტის გადაწყვეტილების გასაჩივრება

საჩივრის წარსადგენად განკუთვნილი ვადის ფარგლებში Just Advisors-ის იურისტებმა  აპელაცია საქპატენტის პალატაში შეიტანეს, მე-14 კლასის მიხედვით საქონლისა და მომსახურების კლასიფიკაციის დაზუსტებით და მითითებით იმის შესახებ, რომ კლიენტის სასაქონლო ნიშნის სრული სახელწოდება განსხვავდება უკვე დარეგისტრირებულისგან, მათ შორის, მის ვიზუალურ ნაწილში. საჩივარში ჩვენ მოვითხოვეთ მე-14 კლასის რეგისტრაციის განხორციელება სახელწოდებით „Orchid22“, პროდუქციის დაზუსტებული ჩამონათვალით.   

აპელაცია დაკმაყოფილებულ იქნა და სასაქონლო ნიშნის «Orchid22» დაცვა კლიენტის პროდუქციის მე-14 კლასზეც გავრცელდა „კეთილშობილი ლითონები და მათი შენადნობები, საიუველირო ნაკეთობები, ძვირფადი და ნახევრადძვირფასი ქვები“. 

მუშაობის დიდმა გამოცდილებამ და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის შესახებ კანონმდებლობის ცოდნამ ხელი შეუწყო Just Advisors-ის იურისტებს კლიენტის პროდუქციის დაცვაში ყველა გაცხადებული კლასის მიხედვით, პირვანდელი უარის გათვალისწინებითაც კი. 

მიმართეთ ჩვენს კომპანიას და მარტივად და სწრაფად დაარეგისტრირეთ სასაქონლო ნიშანი! 

მომსახურების მისაღებად მოგვწერეთ, დაგვირეკეთ ან ეწვიეთ ჩვენს ოფისს: 

+995 558 022 787

თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზ. 2, ბიზნეს-ცენტრი საბურთალო

info@justadvisors.ge