მოკლედ როიალტის ან საშემოსავლო გადასახადის კერძო საკითხების შესახებ.

მოკლედ როიალტის ან საშემოსავლო გადასახადის კერძო საკითხების შესახებ.

თუ თქვენ:

  1. დაწერეთ წიგნი, შეიმუშავეთ პროგრამული უზრუნველყოფა, მიიღეთ პატენტი ან ბრძანდებით სავაჭრო ნიშნების მფლობელი, კინოფილმების, ვიდეოების, ხმის ჩანაწერების ავტორი, და
  2. თქვენი წიგნების ქვეყნდება და იყიდება, ვიდეოები აგროვებს ნახვებს YouTube-ზე, ხოლო ჩამოტვირთული მუსიკალური ტრეკების რაოდენობა აჭარბებს ყველა მოლოდინს – ესე იგი თქვენი ავტორობის ნაყოფებით სარგებლობენ მესამე პირები
  3. და თქვენ ამის სანაცვლოდ იღებთ გასამრჯელოს (როიალტის)

მაშინ ალბათ გიფიქრიათ, არის თუ არა საჭირო ამ შემოსავლიდან გადასახადის გადახდა? რომელ ქვეყანაში და რა ოდენობით?

აი, რას წერს საქართველოს საგადასახადო კოდექსი.

როიალტი იბეგრება საშემოსავლო გადასახადით შემდეგ შემთხვევებში:

  1. თქვენს ნაწარმოებს საქართველოს ტერიტორიაზე იყენებს
    • საქართველოს საგადასახადო რეზიდენტი (მაგალითად, თავის რეკლამაში საქართველოში თქვენი ვიდეოს გამოყენებისთვის თქვენ გიხდით TBC Bank-ი)
    • უცხოური კომპანია ნა ფიზიკური პირი საქართველოში თავისი მუდმივი დაწესებულების საქმიანობის ფარგლებში (მაშინაც კი, თუ სინამდვილეში როიალტის თქვენ გიხდით კომპანიის სათაო ოფისი საზღვარგარეთიდან) (მაგალითად, Coca-Cola-ს ქართული ოფისი იყენებს თქვენს ნახატს თავის პლაკატზე, ხოლო როიალტის თქვენ იღებთ ატლანტაში მდებარე ცენტრალური ოფისიდან),
  2. თქვენს ნაწარმოებს საქართველოს საზღვრებს გარეთ იყენებს
    • საქართველოს საგადასახადო რეზიდენტი, რომელსაც არ აქვს მუდმივი დაწესებულება უცხო სახელმწიფოში (მაგალითად, თავის რეკლამაში გერმანიაში თქვენი ვიდეოს გამოყენებისთვის თქვენ გიხდით TBC Bank-ი და ამ დროს ბანკს არ აქვს მუდმივი დაწესებულება გერმანიაში)

გადასახადის განაკვეთი

  1. როიალტის მიმღებთათვის — საქართველოს საგადასახადო რეზიდენტებისთვის = 20%,
  2. როიალტის მიმღებთათვის — რომლებიც არ არიან საქართველოს საგადასახადო რეზიდენტები = 5%
Привлекательная перспектива или как стать налоговым резидентом Грузии?

გადასახადის გადახდის წესი

თუ როიალტის თანხიდან უნდა იყოს გადახდილი საშემოსავლო გადასახადი, მისი დაკავება და გადარიცხვა ბიუჯეტში ევალება როიალტის გადამხდელი.

როიალტი არ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით საქართველოში, თუ თქვენს ნაწარმოებზე უფლებით:

  • სარგებლობს საქართველოში უცხოური კომპანია ან ფიზიკური პირი საქართველოში მუდმივი დაწესებულების გარეთ (მაშინაც კი თუ ასეთი არსებობს) (მაგალითად, Apple თავისი საიტის ქართულ ვერსიაზე იყენებს თქვენს ნახატს),
  • სარგებლობს საზღვრებს გარეთ უცხოური კომპანია ან ფიზიკური პირი (მაგალითად, უცხოელმა შეიძინა თქვენი მუსიკალური ტრეკი Spotify-ზე),
  • სარგებლობს საზღვრებს გარეთ ქართული კომპანია უცხო სახელმწიფოში თავისი მუდმივი დაწესებულების ფარგლებში (მაგალითად, Borjomi-ს იტალიური წარმომადგენლობა იყენებს თქვენს მუსიკას თავის ადგილობრივ რეკლამაში).