საქართველოს მოქალაქეობის მიღება 1993 წლის 31 მარტამდე საქართველოს ტერიტორიაზე მაცხოვრებელ პირთა მიერ

საქართველოს მოქალაქეობის მიღება 1993 წლის 31 მარტამდე საქართველოს ტერიტორიაზე მაცხოვრებელ პირთა მიერ

როგორ დავამტკიცოთ საქართველოს მოქალაქეობა და მივიღოთ საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთები − განვიხილოთ Just Advisors-ის მიგრაციული პრაქტიკის კიდევ ერთი ქეისი. 

კომპანიას მიმართა კლიენტმა, რომელიც ამჟამად ცხოვრობს უკრაინაში, არა აქვს ამ მომენტისთვის არანაირი დოკუმენტები, რომლებიც დაადასტურებდა მის მოქალაქეობას და დაადგენდა მის პირადობას. 

რას ამბობს კანონი: საქართველოს მოქალაქეობა ენიჭება (ეღირსება) 1993 წლის 31 მარტამდე დაბადებულ პირებს, თუ: 

1) ადამიანი დაიბადა 1975 წლის 31 მარტამდე და 1993 წლის 31 მარტისთვის საქართველოს ტერიტორიაზე მინიმუმ ხუთი წელი ცხოვრობდა და არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა; 

2)  ადამიანი დაიბადა 1975 წლის 31 მარტის შემდეგ და 1993 წლის 31 მარტისთვის საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობდა და არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა; 

3) ადამიანი დაიბადა საქართველოს ტერიტორიაზე, დატოვა ქვეყანა 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ და არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.

საქართველოს მოქალაქეობის მიღების მოთხოვნით მიმართვა შეიძლება იუსტიციის სახლის ტერიტორიულ სამსახურებში ან ეროვნული სერვისების განვითარების სააგენტოებში (ონლაინ) ან კიდევ საზღვარგარეთ არსებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში თუ საკონსულო განყოფილებებში.   

ჩვენი კლიენტი საქართველოში 1993 წლამდე დაიბადა და 1995 წლამდე საქართველოში ცხოვრობდა. სხვა ქვეყნის მოქალაქე არ ყოფილა.  

საქართველოს პასპორტის მისაღებად ჩვენ უნდა დაგვედასტურებინა ორივე ეს გარემოება. საქართველოში ცხოვრების (ბინადრობის) საკითხთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები შეიქმნა, ვინაიდან ბინადრობის ფაქტის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი არ არსებობდა. მისი საცხოვრებელი ადგილისა და ურთიერთობის წრის შესახებ კლიენტის მოგონებებზე დაყრდნობით ჩვენ მოვძებნეთ კლიენტის მეზობლები, რომლებიც დათანხმდნენ ცხოვრების ფაქტის მოწმეებად გახდომაზე. 4 მეზობელი მოწმის ნოტარიულად დამოწმებული ჩვენება წარდგენილ იქნა იმ მუნიციპალიტეტის სპეციალურ კომისიაში, სადაც ცხოვრობდა ჩვენი კლიენტი,  კანონით დადგენილ პერიოდში საქართველოში კლიენტის ბინადრობის ფაქტის მტკიცებულების სახით.  

მერიის კომისიამ, წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 302 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად გასცა აუცილებელი ცნობა, რომლის საფუძველზე სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება მოქალაქეობის დადგენის შესახებ. 

მოცემული ქეისი არ გახლავთ მოქალაქეობის მიღების ტიპური ქეისი. მაგრამ მიგრაციულ საქმეთა წარმართვის დიდი გამოცდილებისა და კანონმდებლობის ნიუანსების ცოდნის წყალობით Just Advisors-ის იურისტებმა მოახერხეს დადებითი შედეგის მიღწევა. 

მოქალაქეობის მიღებასთან ან აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციის მისაღებად მოგვწერეთ, დაგვირეკეთ ან ეწვიეთ ჩვენს ოფისს: 

+995 558 022 787

თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზ. 2, ბიზნეს-ცენტრი საბურთალო

info@justadvisors.ge