2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული კომპანიების დირექტორთა საყურადღებოდ

საქართველოში კომპანიებმა საგადასახადო სამსახურიდან მიიღეს შეტყობინება, შეხსენებით, რომ  საკუთარი წესდებები  შესაბამისობაში მოყვანონ მეწარმეთა შესახებ ახალ კანონთან, ასევე შექმნან პირადი ანგარიში ელექტრონულ პორტალზე. მოგიყვებით რაშია გამოიხატება ეს. 

2022 წლის 1 იანვრიდან «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებები შევიდა ძალაში. ეს არის ძირითადი კანონი, რომელიც არეგულირებს საქართველოში კომპანიების და ინდმეწარმეების რეგისტრაციას და საქმიანობას. ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვანია, ფაქტობრივად მათ რადიკალურად შეცვალეს 2008 წლის თავდაპირველი კანონი და დაადგინეს რამდენიმე სავალდებულო მოთხოვნა:

  1. 2023 წლის 31 დეკემბრამდე 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულმა ყველა კომპანიამ საკუთარი წესდება უნდა მოიყვანოს შესაბამისობაში ახალი კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

პროცედურა ფასიანია. რეგისტრაციის ვადა – 1 სამუშაო დღე.

კომპანიას შეუძლია შეუერთდეს იუსტიციის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ ტიპიურ წესდებას ან შეიმუშაოს ინდივიდუალური წესდება.

  1. 2023 წლის 31 დეკემბრამდე 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული ყველა კომპანია ვალდებულია შექმნას პირადი ანგარიში ელექტრონულ პორტალზე. პორტალი საჯარო რეესტრის პარალელურად იმუშავებს. მასზე წვდომა ექნება კომპანიის დირექტორს, თუმცა პორტალზე განთავსებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ნებისმიერი მესამე პირისთვის. პირად ანგარიშზე უნდა განთავსდეს ყველა დოკუმენტი (გადაწყვეტილებები შესატანი ცვლილებების შესახებ, საერთო კრების მოწვევის შესახებ და ა.შ.), რომელთა საფუძველზეც ხდება ცვლილებების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, ან რომელთა საჯარო განთავსებაც კანონით არის გათვალისწინებული.

პროცედურა უფასოა და ტარდება 2022 წლის 1 იანვრის შემდეგ მეწარმის საჯარო რეესტრში პირველი მიმართვის დროს.

  1. სააქციო საზოგადოება ვალდებულიაშექმნასკაპიტალიარანაკლებ 100 000 ლარისოდენობით კომპანიის წესდების ახალი რედაქციით რეგისტრაციის დღიდან 5 წლის განმავლობაში, თუ წესდებით უფრო მოკლე ვადა არ არის დადგენილი.

კომპანიები, რომლებიც თავიანთ წესდებას არ მოიყვანენ კანონთან შესაბამისობაში ან არ იქნებიან ავტორიზებული პორტალზე, შეიძლება კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოირიცხონ საჯარო რეესტრიდან.

მიუხედავად იმისა, რომ საჯარო რეესტრში ახალი წესდების რეგისტრაცია და ელექტრონულ პორტალზე ავტორიზაცია – სწრაფი პროცედურებია, მათ მომზადებას შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს, განსაკუთრებით რამდენიმე პარტნიორის მქონე, უცხოელი პარტნიორების მქონე და იურიდიულ პირი – პარტნიორების მქონე კომპანიებში. პარტნიორთა საერთო კრების მოწვევას, საზღვარგარეთ მონაწილეობის მისაღებად მინდობილობების მომზადებას და მათი საქართველოში ლეგალიზაციას, კრების ჩატარებას და მისი შედეგების დამუშავებას – სჭირდება დრო.

კარგი ამბავი: ყველა ქმედება შეიძლება შესრულდეს ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე, გაცემული პარტნიორების/აქციონერების და დირექტორის მიერ მათ ადგილსამყოფელ ქვეყანაში.

JUST Advisors-ისკორპორატიულიპრაქტიკისმქონე იურისტებსაქვთდიდიგამოცდილება კომპანიების კორპორატიული სტრუქტურის ჩამოყალიბებაში, მმართველი ორგანოების რთული შემადგენლობით ინდივიდუალური წესდების შემუშავებაში (სამეთვალყურეო საბჭო, მმართველი საბჭო, რამდენიმე დირექტორი), უფლებამოსილების ბალანსის დაცვით მათ შორის (გარიგებების მოწონება, გადაწყვეტილებების მიღება კვალიფიციური უმრავლესობით) და სხვადასხვა კატეგორიის აქციების/წილების არსებობით, აქციონერთა შეთანხმებების/პარტნიორთა შეთანხმებების გაფორმებაში, რომელებიც ითვალისწინებენ აქციონერების/პარტნიორების სპეციალურ ვალდებულებებს, ჩიხების დაძლევას, ბიზნესის გაყიდვას, კორპორატიული კონფლიქტების მოგვარებას და M&A გარიგებების განხორციელებას, მათ შორის, Due Diligence-ის სამართლებრივი პროცედურების ჩათვლით.

კორპორატიულ სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციის და კორპორატიული პროცედურების მხარდასაჭერი მომსახურების მიღება ინგლისურ, ქართულ და რუსულ ენებზე თქვენ შეგიძლიათ info@justadvisors.ge მისამართზე, ან დაგვიკავშირდით WhatsApp-ზე ან Telegram-ზე.

JUST Advisors-ის კლიენტებისთვის ელექტრონულ პორტალზე ავტორიზაციის მომსახურება და წესდების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა ხდება სპეციალური პირობებით.