კვება სკოლაში: სნეკ აპარატები vs სწორი კვება

კვება სკოლაში: სნეკ აპარატები vs სწორი კვება

  • Post Category:კატეგორიის გარეშე

ჩვენი კლიენტების უმეტესი ნაწილი მშობელია, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ყველა ფიქრობს საკუთარი შვილის ჯანმრთელობაზე. დღეს ერთ – ერთი მნიშვნელოვანი საკითხია სკოლებში კვება.

რას ამბობს საქართველოს კანონმდებლობა სკოლის მოსწავლეების კვების შესახებ?

«ზოგადი განათლების შესახებ კანონში» , 33-ე მუხლის, მე-2 პუნქტის ე ქვეპუნქთში ნათქვამია:

«ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია უზრუნველყოს სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვისა და სრულყოფილი განვითარებისათვის სამედიცინო, მათ შორის, ფსიქოლოგიური დახმარების და კვების პუნქტების არსებობა».

რა იგულისხმება სიტყვებში „უზრუნველყოთ საკვებით“?

საკვები შეიძლება იყოს, როგორც სასარგებლო, ასევე არასასარგებლო . რამდენად სწორია ის, რომ სკოლებში არსებობს ე.წ. სნეკ აპარატები, რომლებიც ყიდიან სხვადასხვა შოკოლადებს, გაზიან სასმელებს (კოკა-კოლა, ფანტა და ა.შ.), ჩიფსებს და სხვა სახის მავნებელი პროდუქტები, რომლებიც ზიანს აყენებს ბავშვის ჯანმრთელობას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიც ზრუნავს ჩვენს მოსწავლეებზე

მან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, 05.05.2017 წელს გამოსცა ბრძანება №410 „ სასკოლო კვების შესახებ რეკომენდაციების და დამტკიცების თაობაზე“, რომელშიც შავად თეთრზე წერია , რომ აუცილებელია ჯანსაღი კვების უნარის განვითარება და მოზარდების საჭირო ენერგიით მომარაგება. რეკომენდირებულია შემდეგი პროდუქტების აკრძალვა: ტკბილეულის,შოკოლადის,მაიონეზის შემცველი პროდუქტები, კონსერვირებული პროდუქცია და სხვა. ამავე ბრძანებაში არის მითითებული მოსაწაველეებისთვის რეკომენდირებული საკვები, როგორიცაა: წყალი, წვენი, კომპოტი, იოგურტი, ხილი და ბოსტნეული. რაც შეეხება სნეკ აპარატებს, სკოლებში მათი დაყენება პირდაპირ აკრძალული არ არის , მაგრამ თუ თქვენ შეშფოთებული ხართ ესეთი სნეკ აპარატის ხელმისაწვდომობით,რომელიც დათვირთულია «გემრიელობებით », უმჯობესია ამის შესახებ აცნობოთ სამინისტროს.

ვინ აკონტროლებს სკოლების მიერ ამ რეკომენდაციების შესრულებას?

ამავე ბრძანებაში №410, მე-2 პუნქტში, მითითებულია, რომ მონიტორინგს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნერების სამინისტროს, ზოგადი განათლების დეპარტამენტი, სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად. ანუ, თუ თქვენ ეჭვი გაქვთ დარღვევების შესახებ უნდა აცნობოთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რათა მათ სწრაფად შეძლონ რეაგირება.

გახსოვდეთ, რომ ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ იზრუნეთ თქვენი და რა თქმა უნდა თქვენი ბავშვების ჯანმრთელობაზე.