ჩვენ არ გვიყვარს სასამართლო დავები და გულწრფელად გვჯერა, რომ სასამართლო პროცესზე დახარჯული დრო, ინტელექტი და ემოციები შეიძლება უფრო ღირსეულად იყოს გამოყენებული. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი კლიენტები, მათ შორის სასამართლოშიც.

ჩვენი უპირატესობა:

კომპანია წარმოადგენს თავისი კლიენტების ინტერესებს ყველა ინსტანციის სასამართლოში, არბიტრაჟებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში.

ადმინისტრაციული და სასამართლო წარმოება მიმდინარეობს ქართულ ენაზე. კომპანიის ადვოკატები კლიენტებთან კომუნიკაციას ამყარებენ რუსულ ან ინგლისურ ენებზე.  წარმოდგენილი ნებისმიერი დოკუმენტაციის თარგმნა სასამართალწარმოების ენაზე ასევე ჩვენი საზრუნავია.

სასამართლო ადვოკატთა გუნდი მზადაა შეიმუშაოს ინდივიდუალური სტრატეგია თითოეული ტიპის დავასთან მიმართებაში ბიზნესის სპეციფიკის ან კლიენტის ინდივიდუალური სიტუაციის გათვალისწინებით.

ჩვენ მზად ვართ შემოგთავაზოთ დავის პერსპექტივის უფასო ანალიზი, რომლის შედეგადაც გაცნობებთ სასამართლოში დავის მოსალოდნელი შედეგების, სასამართლო ხარჯების, სასამართლო აქტის აღსრულების წესის და რეალობის, შესაძლო რისკების შესახებ.

ჩვენთან მუშაობა თქვენ გაძლევთ გარანტიას:

• სრულ კონფიდენციალურობაზე;

• უმაღლესი ხარისხის მომსახურების წვდომაზე;

• ადვოკატებთან რუსულ, ინგლისურ და ქართულ ენებზე ურთიერთობის შესაძლებლობაზე;

• ჩვენი კომპანიის ყველა რესურსის მხარდაჭერით საკითხების კომპლექსურ გადაწყვეტაზე.

ჩვენი მუშაობის ალგორითმი:

  • ვიკვლევთ საქმის გარემოებებს, ვაფასებთ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობებს,

• ვაყალიბებთ სამართლებრივ პოზიციას და ვაფასებთ მოწინააღმდეგე მხარის         მოსალოდნელ შედავებას,

  • ვაფასებთ ოპონენტის ქონებრივ მდგომარეობას და დაკისრებული ვალდებულების შესრულების შესაძლებლობას;
  • ვამუშავებთ პროცესუალურ სტრატეგიას: ნოტარიუსისგან სააღსრულებო ფურცლის მიღების შესაძლებლობის შეფასება, დავის გამარტივებული წესით განხილვის შესაძლებლობა, იურისდიქციის არჩევის შესაძლებლობა,
  • ვუზრუნველყოფთ მტკიცებულებებს,

•ვეხმარებით მინდობილობის გაფორმების საკითხში,

• ვამზადებთ პრეტენზიას ოპონენტის მიმართ, წარმოვადგენთ კლიენტის ინტერესებს კონტრაგენტთან მოლაპარაკების და პრეტენზიის განხილვისას;

•ვამზადებთ და ვშუამდგომლობთ სარჩელის უზრუნველსაყოფის წინასწარი ღონისძიებების გამოყენებასთან დაკავშირებითი (თუ კონტრაგენტს აქვს ქონება და თუ ეს დავის ბუნებიდან გამომდინარე შესაძლებელია),

•ვამზადებთ და წარმოვადგენთ სასარჩელო განცხადებას სასამართლოში,

•ვუზრუნველყოფთ უშუალოდ სასამართლოში კლიენტის ინტერესების წარმომადგენლობას, საჭირო პროცესუალური დოკუმენტების, შუამდგომლობების, წერილობითი ახსნა-განმარტებების, განცხადებების და სხვა დოკუმენტების მომზადებას და წარდგენას,  

•თუ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნება დაინტერესებული პირის მიერ, ჩვენ წარმოვადგენთ მარწმუნებლის ინტერესებს სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში.

•ვუზრუნველვყოფთ სააღსრულებო წარმოებას სასამართლო გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების მიზნით.

სასამართლო ადვოკატები წარმატებით წარმოადგენენ კომპანიის კლიენტების ინტერესებს შემდეგი ტიპის დავებში:

• დავები უძრავი ქონებაზე უფლებებთან დაკავშირებით;

• კორპორატიული დავები;

• იჯარის უფლებიდან გამომდინარე დავები;

• გარიგებებიდან გამომდინარე დავები;

• ადმინისტრაციული დავები;

• დავები დავები სახელმწიფო ორგანოებთან;

• შრომითი დავები;

• დავები ინტელექტუალური საკუთრების სფეროში;

• პატივისა და ღირსების დაცვის შესახებ დავები;

• დავები მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში;

• დავები უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე მოთხოვნებზე;

• დავები სამშენებლო სფეროში;

• დავები უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ.