10 დღეში დაარეგისტრირეთ სასაქონლო ნიშანი საქართველოში!

10 დღეში დაარეგისტრირეთ სასაქონლო ნიშანი საქართველოში!

საქართველოს დამახასიათებელი ნიშანია სასაქონლო ნიშნის მარტივი და სწრაფი რეგისტრაცია, ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე. სწორედ ამიტომ სხვადასხვა ქვეყნის დაინტერესებული პირები ხშირად მიმართავენ ამ მომსახურებას საქართველოში. შედარებისთვის, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას რუსეთში 12 თვე სჭირდება, დაინტერესებული პირის მხრიდან განმარტებების აუცილებლობისას – 24 თვემდე! მიუხედავად პროცესის სისწრაფისა, საქართველო როგორც თავის ტერიტორიაზე, ისე საზღვარგარეთ მაღალ დონეზე უზრუნველყოფს ინტელექტუალური საკუთრების დაცვას. 

Just Advisors-ის იურისტებს სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ და ადვილად დაგეხმარებიან აუცილებელი დოკუმენტების წარდგენაში. უკვე 10 დღის შემდეგ შეძლებთ თქვენი სნ-ს (სასაქონლო ნიშნის) გამოყენებას ბიზნესის განვითარებაში! 

დამოუკიდებლად ამ ამოცანის შესრულება შეიძლება გაგიჭირდეთ, დოკუმენტები ხომ ქართულ ენაზე უნდა იყოს შევსებული, ხოლო Sakpatenti-ს (საქართველოს საპატენტო ორგანიზაცია) თანამშრომლებთან ხშირად პირადად არის საჭირო ურთიერთობა. ჩვენი იურისტები კი საქართველოს მოქალაქეები არიან, კარგად იციან ადგილობრივი კანონმდებლობის ყველა ნიუანსი და ფლობენ ქართულ და რუსულ ენებს. 

როგორ არის აწყობილი ინტელექტუალური საკუთრება საქართველოში?

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველომ დაიმყარა თავისი პოზიციები ინტელექტუალური საკუთრების სფეროში. ამერიკულმა სამართლებრივმა ორგანიზაცია Property Rights Alliance-მა საქართველო 74-ე ადგილზე დააყენა თავის რეიტინგში, რაც ნიშნავს, რომ 2017 წლიდან ქვეყანა 14 პოზიციით აღზევდა. შედარებისთვის, აზერბაიჯანი 78-ე პოზიციაზე იმყოფება, რუსეთი – 84-ზე, ყაზახეთი – 88-ზე, სომხეთი – 95-ზე, უკრაინა – 110-ზე. 

საქართველო საერთაშორისო ბაზარზე მომგებიან პოზიციაში იმყოფება, ვინაიდან ის წარმატებით იცავს თავის უფლებებს კულტურულ მემკვიდრეობასა და საქონლის წარმოშობის ადგილების გეოგრაფიული დასახელებების გამოყენებასთან დაკავშირებით. მთლიანობაში ქართველმა მწარმოებლებმა დაახლოებით 30 ადგილობრივი კერძისა და 20 სასმელის სასაქონლო ნიშნის გამოყენების უფლება დაიცვეს, მათ შორის ისეთების, როგორიცაა ჭაჭა, სულუგუნი და ხაჭაპური.   

1999 წლის თებერვლის „სასაქონლო ნიშნის შესახებ“ კანონის თანახმად, სასაქონლო ნიშნები საქართველოში რეგისტრირდება Sakpatenti-ს უწყებაში, რომელიც ყველა მონაცემს შეიცავს ქვეყნის ინტელექტუალური საკუთრების შესახებ. Sakpatenti ასევე უზიარებს ინფორმაციას ანალოგიურ უცხოურ ორგანოებს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით. ამით მიიღწევა პლაგიატისგან მაქსიმალური საერთაშორისო დაცვა. 

განაცხადის მოწონების თარიღიდან საქართველოში დარეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მოქმედების ვადა 10 წელს შეადგენს. მომდევნო 10 წლით მოქმედების ვადის გახანგრძლივება შეუზღუდავად შეიძლება. 

როგორია საქართველოში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის პლიუსები?  

1. გაფორმების დაჩქარებული ვადა შეადგენს მხოლოდ 10 სამუშაო დღეს. 

2. დოკუმენტების შეტანა ონლაინ რეჟიმში ან რწმუნებული პირის მეშვეობით შეიძლება. 

3. არსებობს სასამართლოში ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა ქმედითი დაცვა.

მნიშვნელოვანია! Sakpatenti-ში განაცხადის შეტანა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია – ამასთან საქართველოს მოქალაქეებსა და რეზიდენტებს ამის გაკეთება დამოუკიდებლად შეუძლიათ, ხოლო დანარჩენ პირებს – მინდობილი პირის ან Sakpatenti-ს სერტიფიკატის მქონე საპატენტო რწმუნებულის მეშვეობით.

რა არის სასაქონლო ნიშანი?

ესაა ერთი ან რამდენიმე ნიშანი, რომელთა ვიზუალური გამოსახულებების საშუალებით შეიძლება ერთი კომპანიის საქონლისა ან მომსახურების გარჩევა მეორე კომპანიის ნაწარმისგან.   

სნ-ს შექმნისას შეიძლება ტერმინის, ერთი ან რამდენიმე დასახელების, საკუთარი სახელების, ელფერების, ნახატების, რიცხვების გამოყენება. 

არსებობს ინდივიდუალური და კოლექტიური სნ-ები. ეს უკანასკნელი ცნება გამოიყენება, თუ აუცილებელია კონკრეტული გაერთიანების (ორგანიზაციის) მონაწილეთა საქონლის ან მომსახურების აღნიშვნა.

რა ობიექტების გამოყენება არ შეიძლება სასაქონლო ნიშნის სახით? 

არ შეიძლება ისეთი ნიშნების, გამოსახულებებისა და აღნიშვნების გამოყენება, რომლებიც უკვე გამოიყენება ან ჰგავს სხვა სნ-ებს, რომლებიც უკვე საყოველთაოდ მიღებულ ნიშნებს წარმოადგენენ. ამიტომ, სასაქონლო ნიშნის გაფორმებაზე განაცხადის შეტანამდე აუცილებელია Sakpatenti-ს რეესტრის და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის საიტზე არსებული საერთაშორისო რეესტრის შემოქმება, ხომ არ არის რაიმე თანხვედრა. 

რა საბუთებია საჭირო საქართველოში სასაქონლო ნიშნის გასაფორმებლად? 

  • სნ-ს სამი გამოსახულება მაღალ ხარისხში;
  • ინფორმაციის მატარებელი (მაგალითად, ფლეშ-მეხსიერება) სნ-ის შესახებ ინფორმაციით. იარლიყების, საჭდეების, ეტიკეტების ან მსგავსი დეტალების გასაფორმებლად, სადაც ზომაა მნიშვნელოვანი – აუცილებელია სნ-ების ასლების წარდგენა ზუსტ ზომებში; 3D სურათის გასაფორმებლად – აუცილებელია მისი ორგანზომილებიანი პროექციის სხვადახვა მხრიდან გადაღებული სამ-სამი სურათის წარდგენა, რათა მაქსიმალური ვიზუალიზაცია იქნას მიღებული; აუდიონიშნის გასაფორმებლად – აუცილებელია სამ-სამი აუდიოჩანაწერის და მისი ვიზუალური გამოსახულების (სანოტო ჩანაწერის) კომპიუტერული ვერსიის წარდგენა;
  • უფლებამოსილ პირზე გაცემული ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა; 
  • კოლექტიური სნ-ს დასარეგისტრირებლად – მისი გამოყენების წესები; 
  • იმ საქონლისა და მომსახურების სია, რომელიც მარკირებული იქნება სნ-ით (თუ ასეთები ცოტაა, მაშინ დასახელებებს პირდაპირ განაცხადში უთითებენ, თუ კი გრძელი ნუსხაა, მაშინ ცალკე დოკუმენტში). 

დაინტერესებული პირი აუცილებელი დოკუმენტების მთელ პაკეტს ქართულ ენაზე შევსებულ განცხადებასთან ერთად წარადგენს. ელექტრონულად, Sakpatenti-ს საიტის მეშვეობით, განაცხადის შეტანისას, განმცხადებელს 20%-იანი ფასდაკლება ეძლევა სახბაჟის გადასახდელად.  

რისგან შედგება საქართველოში სნ-ის რეგისტრაციის პროცედურა?  

  1. ქართულ ენაზე შევსებული განაცხადის შეტანა საქპატენტში სახბაჟის გადახდის ქვითართან ერთად. მიმართვის თარიღი – განაცხადის პრიორიტეტის თარიღია. პირველ ეტაპზე, განცხადებას შეიძლება უარი ეთქვას დოკუმენტების გაფორმებისადმი მოთხოვნებთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო. 
  2. განაცხადის წარდგენის შემდეგ ორი თვის განმავლობაში წარმოებს ფორმალური ექსპერტიზა. ამ ეტაპზე შეიძლება მოთხოვნილი იქნას დამატებითი დოკუმენტები, რომლებიც უმალვე უნდა იყოს წარდგენილი, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება უარი ითქვას სნ-ს გაფორმებაზე.  
  3. ექვსი თვის განმავლობაში ტარდება განაცხადის არსობრივი ექსპერტიზა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს განაცხადზე უარის თქმის ფარდობითი და აბსოლუტური საფუძვლების ძიება.   
  4. ექსპერტიზის დასკვნისა და განაცხადის მოწონების შემდეგ ერთი თვის განმავლობაში ხდება გამოსახულების გამოქვეყნება სპეციალიზირებულ გამოცემაში. 
  5. სასაქონლო ნიშნის პუბლიკაციის შემდეგ სამი თვის განმავლობაში შეიძლება პრეტენზიის წარდგენა, Sakpatenti-ს გადაწყვეტილების გასაჩივრება და რეგისტრაციის გაუქმება. 

თუ პრეტენზია ან პრეტენზიის წარდგენის მიზეზი არ არსებობს, დაინტერესებული პირი ღებულობს შეტყობინებას სნ-ის გასაფორმებლად და რეგისტრაციის მოწმობის გამოსაცემად დაწესებული ბაჟის გადახდის მოთხოვნით. ბაჟის გადახდიდან სამი თვის პერიოდში გაიცემა მითითებული დოკუმენტები. 

რაში გამოიხატება დაჩქარებული პროცედურა? ყველა ზემოთ ხსენებული ეტაპი მოკლე ვადებში მიმდინარეობს: ფორმალური ექსპერტიზა – სამ დღეში, ხოლო განაცხადის არსობრივი ექსპერტიზა – შვიდ დღეში. პრეტენზიების მიღების, გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და რეგისტრაციის მოწმობის გაცემის პროცესი უცვლელი რჩება: მხოლოდ სახბაჟის გადახდის შემდეგ.  

როგორია სნ-ს გაფორმებისთვის განკუთვნილი სახბაჟი და ამ სერვისის ღირებულება Just Advisors-ში?

Just Advisors-ს იურისტებთან – საქართველოს რეზიდენტებთან – სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია საქართველოში უფრო იაფი დაგიჯდებათ. სახბაჟზე ფასდაკლება 20%-ს შეადგენს.  

გთავაზობთ როგორც სტანდარტული, ისე დაჩქარებული რეგისტრაციის მომსახურებას.   

რატომ სჯობს სპეციალისტებთან მიმართვა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისთვის?  

სნ-ის გამოყენებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევა საქართველოში სერიოზულ პრობლემებს იწვევს – ადმინისტრაციულ დასჯას 500 ლარიდან ჯარიმის სახით, რომელიც იზრდება ხელმეორედ დარღვევისთვის, და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთის სახით.

Just Advisors-ის იურისტები ღრმა ცოდნით სარგებლობენ ინტელექტუალური საკუთრების სფეროში და საქართველოში სნ-ების რეგისტრაციის დიდი გამოცდილება აქვთ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ საქონლის რეალიზაციის მიზნით. საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობის ფარგლებში ჩვენი თანამშრომლები გულდასმით აწარმოებენ მონაცემთა ბაზის მონიტორინგს, უფრო მაღალი პრიორიტეტის მქონე მსგავსი განაცხადების გამოსავლენად. ისინი დაინტერესებულ პირებს სნ-ის რეგისტრაციის პროცესში ყველგან უდგანან გვერდით, აუცილებელი დოკუმენტების შეგროვებიდან სერტიფიკატის მიღების მომენტამდე. აუცილებლობისას, ეხმარებიან კლიენტებს პრეტენზიების წარდგენაში და გადაწყვეტილების გასაჩივრებაში.