თავისუფალი შრომის უფლება როგორც დასაქმებულისთვის, ასევე დამსაქმებელისთვის გარანტირებულია კონსტიტუციით. თუმცა რიგ შემთხვევებში თავს იჩენს სხვადასხვა სიტუაციები, დაწყებული უკანონო გათავისუფლებით, დამთავრებული „შრომითი ექსტრემიზმით“ დასაქმებულის მხრიდან.
- ჩვენ ვიძლევით მიმდინარე პროცესების სამართლებლივ შეფასებას და დაგეხმარებით სადაო საკითხების მშვიდობიან მოგვარებაში. იმ შემთხვევაში, თუ სადაო საკითხების მოგვარება მშვიდობიანი გზით ვერ ხერხდება, გაგიწევთ წარმომადგენლობით მომსახურებას სასამართლოში (ვამზადებთ სარჩელს ან შესაგებელს, გეხმარებით მტკიცებულებების შეგროვებაში და მათ ფიქსაციაში, დამაჯერებლად და გასაგებად ვაფიქსირებთ თქვენს პოზიციას სასამართლოში).
- ჩვენ გთავაზობთ სრულ იურიდიულ და ემოციურ მხარდაჭერას იმ მომენტიდან, როგორც კი მოგვმართავთ და თქვენს გვერდით ვიქნებით, სანამ შედეგს არ მივიღებთ.
*თქვენი სურვილის შემთხვევაში შევასრულებთ ყველა მოქმედებას თქვენი უშუალო მონაწილეობის გარეშე მინდობილობის საფუძველზე, რომელიც გაცემული იქნება თქვენი მოქალაქეობის ქვეყანაში თქვენს მშობლიურ ენაზე.