- ობიექტის სამართლებრივი რისკების შეფასება:
- ვამოწმებთ გამყიდველის მიერ ობიქტის შეძენის კანონიერებას
- ვადგენთ ობიექტზე ყადაღის ან ნებისმიერი სხვა სახის ვალდებულების არსებობა/არარსებობას.
- ვაფასებთ გამყიდველის (მათ შორის ფიზიკური პირის-გამყიდველის მეუღლის თანხმობის საჭიროებას, გამყიდველი ორგანიზაციის მმართველი ორგანოების მიერ გარიგების მოწონების საჭიროებას) მიერ ობიექტის განკარგვის შესაძლებლობას და პირობებს.
- გარიგების დადების მიზნით ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და ვაფასებთ შემოთავაზებული ვარიანტების შესაძლო საგადასახადო შედეგებს კონკრეტული სიტუაციიდან და მყიდველის ინტერესებიდან გამომდინარე.
- ვათანხმებთ პირობებს და ვამზადებთ გარიგებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებსა და საბუთებს.
- დავესწრებით გარიგების ხელმოწერას ნოტარიუსთან თუ საჯარო რეესტრში
- ვუზრუნველყოფთ სრულ იურიდიულ მხარდაჭერას დაწყებული იმ მომენტიდან, როგორც კი გადაწყვეტთ ობიექტის შეძენას, მისი ყიდვით დამთავრებული.
თქვენი სურვილის შემთხვევაში შევასრულებთ ყველა მოქმედებას თქვენი უშუალო მონაწილეობის გარეშე მინდობილობის საფუძველზე, რომელიც გაცემული იქნება თქვენი მოქალაქეობის ქვეყანაში თქვენს მშობლიურ ენაზე.